მუყაოს ჩანთები

დღესდღეობით  ქაღალდის პარკები ყოველდღიურობაში ძალიან ხშირად სხადასხვა დიზაინით გვხვდება, სხვადასხვა ფერი, ფორმა, ზომა და დიზაინი. ძირითადად გამოიყენება საიუველირო, სუვენირების , ტანსაცმელის, კოსმეტიკის, საათების, სავაჭრო ცენტრების, საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და პრომო სექტორების კომპანიებში.
ქაღალდის მწარმოებელ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ქაღალდის პარკი შექმნან კლიენტის სასურველი დიზაინით.
კლეჩატი (ოქროს, ვერცხლის, მოოქროვილი და ა.შ. შეიძლება გაკეთდეს სურვილის მიხედვით)
ჭედური (ლოგოები წერილობითის ნაცვლად იქმნება კარდონში გაკეთებული ნაპრალებით)
ნაწილობრივი ლაქი (რეგიონალური სიპრიალე)
ცელოფანის საფარი (მეთიუ ან გლოსი)
ლაქი - თერმო ლაქი (შეიძლება გაკეთდეს მეთიუ ან პრიალა).
როგორც მასალა,ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია ამერიკული ბრისტოლის ქაღალდი. მისი ცალი მხარე მატოვია, ცალი კი პრიალა. პრესტიჟულ კომპანიებში ინტენსიურად გამოიყენება მუყაოს ჩანთები,რადგან ეს კომპანიისთვის თან უფასო რეკლამაა,თან მომხმარებელს პოლიეთილენის მაგივრად ლამაზ "მაღალი დონის" ეკოლოგიურად სუფთა პარკში უფუთავენ შენაძენს, რაც კომპანიას კარგ იმიჯს უქმნის. თუმცაღა აღსანიშნავია ისიც,რომ კომპანიებს ქაღალდის პარკები პოლიეთილენისგან განსხვავებით ბევრად ძვირი უჯდებათ.
ქაღალდის პარკები 50% ხელით,50% კი მანქანით იქმნება. ადამიანის მიერ მუყაოს დამუშავების და გაშრობის შემდეგ სპეციალური მანქანები მას ფორმას,ზომასა და დიზაინს უქმნიან. საჭიროების შემთხვევაში პარკებს უკეთდებათ დამკვეთი კომპანიების ლოგოებიც და ა.შ კლიენტის მოთხოვნის მიხედვით.

Comments

Popular posts from this blog

ქაღალდი